"ლა ლიგას" შეჯიბრების დასრულება ეგზოტიკურ ადგილას შესთავაზეს

AutoSharing Option
ტენერიფეს ათლეტთა ასოციაციამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და "ლა ლიგის" ხელმძღვანელობას ჩემპიონატის კანარის კუნძულებზე დასრულება შესთავაზა.

ასოციაციის წარმომადგენლების აღნიშნული შეთავაზება ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ კუნძულები ესპანეთის კონტინენტური ნაწილისაგან მოშორებით მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ "სეგუნდა დივიზიონში" კანარის კუნძულების ორი გუნდი თამაშობს - "ლას პალმასი" და "ტენერიფე".

ამას გარდა, კუნძულები ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია და ძალიან ბევრი სასტუმროა განლაგებული. ამიტომ "ლა ლიგისა" და "სეგუნდა დივიზიონის" 42 გუნდის განთავსება პრობლემა არ იქნება.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატი, როგორც სხვა შეჯიბრება, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. 27 ტურის შემდეგ
"ლა ლიგას" "ბარსელონა" ლიდერობს, რომელიც "რეალს" 2 ქულით უსწრებს.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ