როსელი: ნეიმარი დასაბრუნებელია, მესი საუკეთესოა, რონალდინიო? - შესაძლოა, მასზე უკეთესი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსპრეზიდენტ სანდრო როსელის აზრით, მისმა ყოფილმა კლუბმა თავდამსხმელი ნეიმარი უნდა დაიბრუნოს.

- თქვენ ნეიმარს დაიბრუნებდით?
- დიახ. სპორტული თვალსაზრისით - უეჭველი.

თუმცა, კონტრაქტით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები სპორტულ მიღწევებზე იქნებოდა დამოკიდებული, სოციალურ ასპექტებზე.

- ამისთანა განსაკუთრებული რაა ნეიმარში?
- უნიკალური საფეხბურთო ტალანტი და კომერციულად მიმზიდველი პერსონალური აურა.

- მესის ნეიმარის დაბრუნება რატომ უნდა?
- იმიტომ, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა - ძალიან ჭკვიანია.

ყველა ტურნირის მოსაგებად ლეოს უნდა, გუნდში მსოფლიოს სხვა საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდეს.

- მესიზე უკეთესი მოთამაში ვინმე იყო?
- არა. თუ მთლიანობაში
შევაფასებთ, ის საუკეთესოა.

თუმცა მეც არაობიექტური ვარ. ორი სეზონის განმავლობაში რონალდინიო ასევე კარგად თამაშობდა ან უკეთაც.

ასევე დაგაინტერესებთ