მესიმ ვილანოვას ხსოვნას პატივი მიაგო

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ტიტე ვილანოვას ხსოვნას პატივი მიაგო, რომელიც 2014 წლის 25 აპრილს კიბოთი გარდაიცვალა.

მესიმ "ინსტაგრამზე" ვილანოვას ბანერთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.

ვილანოვა 2007 წლიდან ჯერ "ბარსელონას" დუბლებში, შემდეგ კი პირველ გუნდში პეპ გვარდიოლას თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 2012 წელს მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვილანოვამ მესი დაარწმუნა, რომ გუნდში უნდა დარჩენილიყო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესი მაგარი ხარ! როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება!
0
ვილიანოვამ,შესძლო და მთლიანად შეინარჩუნა გვარდიოლას თამაში.პეპის წასვლა გუნდს არ შესტყობია.სამწუხაროა ძალიან ასეთი ნიჭიერი მწვრთნელის ნაარდევი გარდაცვალება.მას შემდეგ ყოველი მწვრთნელის ხელში,სულ უფრო უფერულდებოდა ბარსელონა,ლუის ენრიკეს პერიოდის გამოკლებით.
სოსო
09:54 26-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული