ტერ შტეგენმა სახელფასო "თამასა" კიდევ უფრო ასწია - 18 მილიონს ითხოვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 15 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ გადაიფიქრა და ახლა 18 მილიონს ითხოვს, - იტყობინება "მარკა".

"ბარსა" ამხელა ხელფასის გადახდას, მით უმეტეს, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისისას, ვერ მოახერხებს.

კატალონიური კლუბი სათადარიგო გოლკიპერ ნეტოს 20 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებს, ამიტომ მათი შემცვლელის ძებნას შეუდგა.

ერთ-ერთი კანდიდატი "აიაქსის" მეკარე ანდრე ონანაა, რომელსაც ამსტერდამული კლუბი 30 მილიონად აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი მეკარეა,მაგრამ ისეთ მოთხოვნებს აყენებს,შეიძლება საერთოდ უმუშევარი დარჩეს.
სოსო
20:31 29-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული