"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 15 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ გადაიფიქრა და ახლა 18 მილიონს ითხოვს, - იტყობინება "მარკა".
"ბარსა" ამხელა ხელფასის გადახდას, მით უმეტეს, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისისას, ვერ მოახერხებს.
კატალონიური კლუბი სათადარიგო გოლკიპერ ნეტოს 20 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებს, ამიტომ მათი შემცვლელის ძებნას შეუდგა.
ერთ-ერთი კანდიდატი "აიაქსის" მეკარე ანდრე ონანაა, რომელსაც ამსტერდამული კლუბი 30 მილიონად აფასებს.
ერთ-ერთი კანდიდატი "აიაქსის" მეკარე ანდრე ონანაა, რომელსაც ამსტერდამული კლუბი 30 მილიონად აფასებს.