"ბარსელონა" ნახევარმცველ უსმან დემბელეს გაყიდვას არ აპირებს.
22 წლის დემბელეს დატოვება გუნდის მწვრთნელ კიკე სეტიენს უნდა. ის დემბელეს მაქსიმალურად ხშირად თამაშს გეგმავს.
მარჯვენა ბარძაყზე თებერვალში ნაოპერაციევ დემბელეს ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. მან ბოლოს 27 ნოემბერს ითამაშა, ამ სეზონში კი ლა ლიგას 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" დემბელეს გაყიდვას აპირებდა, მაგრამ მსურველი არ გამოუჩნდა.
რივალდო დემბელეზე: დროა, "ბარსელონამ" გაყიდოს
ფეხბურთელი-ზარალი: "ბარსელონა" დემბელეს ფასდაკლებითაც ვერ ყიდის