არბელოა: აშკარაა, "რეალი" "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ალვარო არბელოამ "სამეფო კლუბისა" და მისი მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა.

"აშკარაა, "რეალი" "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდია, რადგან ფეხბურთში მთავარი შედეგია. ის, რაც ზიდანმა გააკეთა, წარმოუდგენელია. ძნელია მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თუ შენ საუკეთესო არ ხარ.

ხოლო, ეს შეჯიბრებაზე ზიდიზედ სამჯერ რომ მოიგო და 5 წელში 4-ჯერ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგი გუნდი გყავს. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რა ნაბიჯებს გადადგამ გადამწყვეტ მომენტებში.

არ ვიცი, ოდესმე თუ კიდევ ვნახავთ იმის მსგავსსაც კი, რაც ზიდანმა
გააკეთა", - უთხრა არბელოამ Marca-ს.



ასევე დაგაინტერესებთ