"ბარსელონა" ლაუტაროში "ინტერს" 6 ფეხბურთელს სთავაზობს

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" უპირველესი სატრანსფერო სამიზნეა.

"ბარსას" არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან უნდა, მაგრამ მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა, 111 მილიონი ევრო არა აქვს და ამიტომ სანაცვლოდ ერთბაშად 6 ფეხბურთელი შესთავაზა: სამუელ უმტიტი, ხუნიორ ფირპო, ნელსონ სემედო, არტურო ვიდალი, რაფინია და ჟან-კლერ ტოდიბო.

ამასთან, "ბარსელონა" 22 წლის ლაუტაროს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ჰპირდება. ასეთ შემთხვევაში გუნდი ან ორი ცენტრალური თავდამსხმელით ითამაშებს ან ლუის სუარესი სათადარიგოთა სკამზე დარჩება.