"ბარსელონა" უმტიტის შემცვლელად არგენტინელის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
"მირორის" ცნობით, "ბარსელონა" "ტოტენჰემის" მცველის, ხუან ფოიტის სამსახურით დაინტერესდა.

არგენტინელ ლეგიონერს მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იშვიათად ათამაშებს და კლუბი ზაფხულში გაყიდვას უპირებს. მან ამ სეზონში მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ბარსა" ფოიტს სამუელ უმტიტის შემცვლელად განიხილავს, რომელსაც, სავარაუდოდ, გაასხვისებს, რადგან ტრავმებისადმი მიდრეკილია.

ფოიტის სატრანსფერო ღირებულება 13 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ