ასეთ "რეალს" ვინღა გააჩერებს? - "ბლანკოსს" ზღაპრული შემტევი ტრიო ეყოლება!

AutoSharing Option
"რეალი" მომავალ წელს ახალი შემტევი ტრიოს შექმნას აპირებს, - იტყობინება AS-ი.

გამოცემის მტკიცებით, "სამეფო კლუბი" თავდამსხმელების - კილიან მბაპესა (პსჟ) და ერლინ ჰოლანის (დორტმუნდი) შესაძენი თანხის მობილიზებას გეგმავს.

მათ შეტევის ხაზში გასულ წელს 100 მილიონ ევროდ შეძენილი ედენ აზარი შეუერთდება.

მბაპეს სატრანსფერო ფასი 180 მილიონია, ჰოლანის კი - 72 მილიონი. აზარს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

და კიდევ: Defensa Central-ის ცნობით, "რეალი" სპორტულ დირექტორად პაოლო მალდინის დანიშვნას შეეცდება, რომელიც ამჟამად "მილანში" სტრატეგიული განვითარების დირექტორად მუშაობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალში ერთდროულად თამაშობდნენ: რონალდო(ნამდვილი), ზიდანი, ბექხემი,კაკა, კარლოსი, ფიგუ, რიბერი, რაული, მაკნამარა, რაბინიო, კასილიასი, კანავარო...და მაგათ მესი და რონალდინიო ჯობდნენ.(ნუ იქ ხავი, ინიესტა, ბუსკეტსი, პუიოლიც იყვნენ) ნახეთ კლასიკოების სერია სილკ უნივერსალზე, რას თამაშობენ? ეს ამდენი ვარსკვლავი ერთმანეთს ფეხებში ედებიან. რაც შეეხებათ, მბაპეს და ჰოლანდს, ორივემ გადაჭრით თქვეს რო ამ წელს თავის გუნდებს არ დატოვებენ.
დავითი
21:02 19-05-2020
6
პსჟ აახევს.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული