ასეთ "რეალს" ვინღა გააჩერებს? - "ბლანკოსს" ზღაპრული შემტევი ტრიო ეყოლება!

AutoSharing Option
"რეალი" მომავალ წელს ახალი შემტევი ტრიოს შექმნას აპირებს, - იტყობინება AS-ი.

გამოცემის მტკიცებით, "სამეფო კლუბი" თავდამსხმელების - კილიან მბაპესა (პსჟ) და ერლინ ჰოლანის (დორტმუნდი) შესაძენი თანხის მობილიზებას გეგმავს.

მათ შეტევის ხაზში გასულ წელს 100 მილიონ ევროდ შეძენილი ედენ აზარი შეუერთდება.

მბაპეს სატრანსფერო ფასი 180 მილიონია, ჰოლანის კი - 72 მილიონი. აზარს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

და კიდევ: Defensa Central-ის ცნობით, "რეალი" სპორტულ დირექტორად პაოლო მალდინის დანიშვნას შეეცდება, რომელიც ამჟამად "მილანში" სტრატეგიული განვითარების დირექტორად მუშაობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სამივე ფეხბურთელი ძალიან დიდი ამბიციის მატარებელია. ვფიქრობ ვერ შეძლებენ ერთად თამაშს.
niko
00:57 19-05-2020
9
თუ ვინმეს შეუძლია დღესდღეობით რონალდუს ჩანაცვლება ეგ მხოლოდ კილიან მბაპეა. და ვიქრობ ბენზემასაც იდეალურად ჩაანაცვლებს ჰაალანდი. დაცვაში ვანდეიკი იყიდონ და სრულყოფილი გუნდი გახდება
ტოტტი
08:58 19-05-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული