ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონაში" მხოლოდ მილიონების გამო გადავიდა

AutoSharing Option
კამერუნის ნაკრების მცველმა ალეკსანდრ სონგმა 2012 წელს "არსენალიდან" "ბარსელონაში" გადასვლა გაიხსენა.

"ბევრი ფეხბურთელი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე შეუძლია. "არსენალში" 8 წელი ვიყავი და კარგად ცხოვრება მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში დავიწყე. მაშინ ხელფასი ძალიან გამიზარდეს. თუმცა მივხვდი, რომ ბევრ ფულს უაზროდ ვხარჯავდი.

თავიდან კვირაში 15 ათას ფუნტს მაძლევდნენ. ახალგაზრდა ვიყავი. მინდოდა, დიდ ბიჭებთან მეურთიერთა, ყველაფერი მეყიდა და გიჟური საღამოები მომეწყო.

ვარჯიშზე მეფე ტიერი ანრის ვხედავდი, რომელიც ბაზაზე ძალიან მაგარი ავტომობილით მოდიოდა. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ასეთივე ნებისმიერი საშუალებით უნდა მეყიდა.

შევიძინე კიდეც,
მაგრამ ორ თვეში უკან დაბრუნება მომიწია, რადგან მთელი ჩემი გასამრჯელო ბენზინს ხმარდებოდა. "არსენალში" 100 ათასიც ვერ შევაგროვე, ხალხს კი მილიონერი ვეგონე.

როდესაც "ბარსელონამ" კონტრაქტი შემომთავაზა, ვნახე, რამდენს ავიღებდი და დაუფიქრებლად დავთანხმდი. ვიფიქრე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ჩემი მეუღლე და შვილები კომფორტში იცხოვრებდნენ. 

"ბარსას" სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ ხშირად თამაში არ მომიწევდა, თუმცა ეს ფეხებზე მეკიდა! გავიგე, რომ მილიონერი გავხდებოდი.

ყოველთვის ვიტყვი - 20 წლის ბიჭი, რომელსაც "ფერარი" ჰყავს, ღარიბია, რამეთუ თავის ასაკში არაფრისთვის მიუღწევია. 50 წლის მამაკაცი კი, რომელსაც "ბენტლი" ჰყავს, პატივცემული ადამიანია", - ასე ჩამოაყალიბა საკუთარი მოსაზრება სონგმა "ინსტაგრამის" არხზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დაანებონ ბარსას თავი, თუ ფეხბურთი გაინტერესებს უყურონ და ისწავლონ.სხვაგან ვერსად ვერ ისწავლი.
ddgfdf
17:12 19-05-2020
0
აი ესეთი ფერებით მაისურები უხდებათ ბარსას ფეხბურთელებს! ვინც ბარსას შეუცვალა თავისი ტრადიციული ლურჯ-ბროწეულის ფერებიანი საფეხურთო ფორმები, მაგათი დედაც... ვიცი საპასუხოდ მეტყვით სპონსორების დაკვეთითო, მაგრამ რა ვუყოთ უგემოვნო ფორმებს რომელიც არც ფერებით და არც არანაირად არ ჯდება ბარსას სტილში.
ვასკა
10:42 19-05-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული