ლუის ენრიკე: უმაყურებლო ფეხბურთი დასთან ცეკვაზე უარესია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელ ლუის ენრიკეს მაყურებლების გარეშე მატჩების ჩატარება ძალიან არ მოსწონს.

"ფეხბურთი მაყურებლების გარეშე იმაზე სამწუხაროა, ვიდრე დასთან ცეკვა. ბუნდესლიგის რამდენიმე შეხვედრას ვუყურე და სამწუხარო სანახაობა ვიხილე. უცნაური სანახავია, ყოველგვარი სიხარული დაკარგულია.

ფეხბურთელი რომ ვიყო, მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნების სურვილი მექნებოდა. ვერანაირი საფრთხე ვერ შემაშინებდა. როგორც მწვრთნელს, ასევე მინდა ფეხბურთის დაბრუნება", - დაიჩივლა ლუის ენრიკემ AS-თან.

კორონავირუსის გამო შეჩერებული ლა ლიგის განახლება ივნისშია დაგეგმილი.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ