მოურინიო: "რეალში" წასვლა ამ გამარჯვების შემდეგ გადავწყვიტე

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ 2009/10 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის ნახევარფინალში "ბარსელონას" მიერ გამართული საპასუხო მატჩის შემდეგ გადაწყვიტა მადრიდის "რეალში" წასვლა.

მოურინიოს მიერ გაწვრთნილი "ინტერი" "ნოუ კამპზე" 0:1 დამარცხდა, თუმცა შინ ანგარიშით 3:1 მოპოვებული გამარჯვების წყალობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ბაიერნი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაამარცხა.

"ბერნაბეუზე" გამართული ფინალის შემდეგ მილანში რომ დავბრუნებულიყავი და გამეგო, როგორ სკანდირებდნენ ფანები ჩემს სახელს, შესაძლოა, "ინტერი" არც დამეტოვებინა", - უთხრა ჟოზემ La Gazzetta dello Sport-ს.

"მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ მქონდა.

ვიღაცები ამბობდნენ, რომ "რეალის" წარმომადგენლები მადრიდში, სასტუმროში ყოფნისას მოვიდნენ ჩემთან და ფინალის წინ დამელაპარაკნენ. ეს სრული სისულელეა.

მე მადრიდის "რეალში" წასვლა თავად მინდოდა.

მათ ჩემი საკუთარ გუნდში ხილვა წინა წელსაც სურდათ და "ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატის შეთავაზება გაუკეთეს, თუმცა მან დამარწმუნა, "ინტერში" დავრჩენილიყავი.

"რეალისთვის" კი უარი ერთხელ უკვე მქონდა ნათქვამი, მაშინ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ვიყავი.

მადრიდის "რეალს" კი უარს სამჯერ ვერავინ ეტყვის.

"სამეფო კლუბში" წასვლის გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების მეორე მატჩის შემდეგ მივიღე, რადგან ვიცოდი, რომ ფინალში აუცილებლად გავიმარჯვებდით.

ეს ყველაფერი მორატიმ იცოდა. სიტყვების თქმა საჭირო არ იყო. ჩვენ ისე ჩავეხუტეთ ერთმანეთს ფინალის შემდეგ, რომ ყველაფერი ნათელი გახლდათ.

მასიმომ მითხრა: "ახლა უკვე შენ წასვლის უფლება გაქვს".

აღსანიშნავია ის, რომ მილანში უფრო ბედნიერი ვიყავი, ვიდრე მადრიდში", - თქვა მოურინიომ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული