ლაუტარო "ბარსელონას" სეზონის დასრულებისთანავე შეუერთდება

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა თანხმობა განაცხადა კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლაზე.

Cadena Cope-ს ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტის პირობები შეათანხმეს და ტრანსფერი სეზონის დასრულებისთანავე შესრულდება.

ახლა მოლაპარაკებებს უშუალოდ ტრანსფერის საფასურზე აწარმოებენ. მილანელებს ლაუტაროში 111 მილიონი ევრო უნდათ, ხოლო კატალონიელებისთვის ამ თანხის გადახდა პრაქტიკულად შეუძლებელია. გამომდინარე აქედან საქემში ჩაერთვებიან "ბარსელონას" ფეხბურთელები. "ინტერის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია არტურო ვიდალისა და ივან რაკიტიჩის გადმოყვანით. ესპანელები თანახმა არიან.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ლაუტარომ 31 მატჩში 16 გოლი
და 4 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
და მაინც, ლაუტაროს მიუხედავად, თუკი მომავალში აფრიკულად არ გაუტია, მესის შემცვლელი მხოლოდ ანსუ ფატი იქნება ბარსელონაში!
jango
13:37 23-05-2020
0
ლაუტარო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არც ისეთი, რომ ნამეტანი გავაფეტიშოთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული