ზინედინ ზიდანმა კარანტინი დაარღვია და დააჯარიმებენ

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კარანტინი დაარღვია, მან მადრიდი დატოვა, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

ზიდანი მადრიდის გარეუბანში, თავის სახლში გაემგზავრა, რომელიც გასულ წელს შეიძინა. თუ მას კარანტინის დარღვევა დაუმტკიცდა, 1.5-ათასევროიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

კორონავირუსის გამო შეჩერებული ლა ლიგა 8 ივნისს განახლდება.

მაისში ესპანეთის უმეტეს რეგიონებში კარანტინი გაუქმდა. პირველ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობას პროვინციებისა და რაიონების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება მისცეს, მუშაობა დაიწყეს კაფეებმა და რესტორნებმა, გაიხსნა პარკები და სპორტული დარბაზები. მკაცრი კარანტინი შენარჩუნებულია მადრიდში, კატალონიის უმეტეს ნაწილში, კასტილიაში, ლეონესა და ვალენსიაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული