ბეილი: ერთი ამბავი ატეხეს, არადა, გოლფის თამაშზე ექიმებს ვესაუბრე...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" უელსელმა შემტევმა გარეთ ბეილმა ESPN-თან საუბრისას მის მიმართ გოლფის თამაშის გამო გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ ისაუბრა.

"ბევრს აწუხებს ის საკითხი, რომ მე გოლფს ვთამაშობ. ვერ ვხვდები, ამის მიზეზი რა არის. ექიმებსაც ვესაუბრე და ისინი ჩემს სურვილს ნორმალურად აფასებენ.

მედიაში ნეგატიური პროპაგანდა იყო, თითქოს გოლფი მე ხელს მიშლის. თითქოს მისი თამაშის ნაცვლად უნდა ვისვენებდე, რომ გოლფი პრობლემებს ქმნის და ტრავმებს იწვევს.

მაგალითად, ვიცი, რომ აშშ-ში სტეფ კარის თამაშის დღეს, დილით შეუძლია გოლფის თამაში. მე კი "რეალის" შეხვედრამდე ორი დღით ადრე
ვთამაშობ და ყველა ამბობს: "რას სჩადის?!"

მე უბრალოდ მომწონს თამაში, ამაზე ფიქრი. ეს ფეხბურთისაგან ან ნებისმიერი ნეგატიური რამისგან მოწყვეტის საშუალებას მაძლევს. ის მეხმარება მეორე დღეს უფრო ჯანსაღად ყოფნასა და ფეხბურთზე ყურადღების გადატანაში, რათა მოედანზე თავი კვლავ ბრწყინვალედ ვიგრძნო", - განაცხადა ბეილმა.