"ბარსელონამ" ანსუ ფატის გაყიდვა გამორიცხა

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონა" ნახევარმცველ ანსუ ფატის ვერ შეელევა.

გამოცემის მტკიცებით, "იუვენტუსს" უნდოდა 17 წლის ფატი მირალემ პიანიჩის ტრანსფერში ჩართვით ხელში ჩაეგდო, მაგრამ "ბარსამ" მის ნებისმიერი სახით გასხვისებაზე უარი განაცხადა.

ამ სეზონში ფატიმ 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" რიგ ფეხბურთელებთან დამშვიდობებას აპირებს, მაგრამ ყველანი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგნი არიან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ზედმეტად გაპიარებული მგონია ეს ბავშვი. მე მაგის პოტენციალი ვერ დავინახე, სულ ბოუან კრკიჩი მახსენდება ამას, რომ ვუყურებ...
Levani
28 მაისი 2020 13:21
2
ანსუ ფატი კაი მასტია! რის გაყიდვა, ამას ხელი არ ახლოთ!
კობა
28 მაისი 2020 08:07
0
ფატის გაყიდვა შეცდომა იქნება ბარსასგან!
ლევან
27 მაისი 2020 23:02
0

სიახლეები პოპულარული