დასახელდა 2020 წლის ყველაზე ძვირადღირებული კლუბები

AutoSharing Option
Football Benchmark-მა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების განახლებული რეიტინგი წარადგინა.

მადრიდის "რეალი" კვლავ ყველაზე ძვირადღირებული კლუბია, რომლის ფასიც 3.478 მილარდი ევროა; მეორე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედი" არის, რომლის 3.342 მილიარდად არის შეფასებული; ხოლო კატალონიის "ბარსელონა" ბრინჯაოს 3.319 მილიარდი ევროთი დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ ტურინის "იუვენტუსი" ათეულს მიღმა მოხვდა. იხილეთ სრული სია:

1. მადრიდის "რეალი" - 3.478 მილიარდი
2. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 3.342 მილიარდი
3. კატალონიის "ბარსელონა" - 3.319 მილიარდი
4. მიუნხენის "ბავარია" - 2.878 მილიარდი
5. "ლივერპული" - 2.658 მილიარდი
6. "მანჩესტერ სიტი" - 2. 606 მილიარდი
7. ლონდონის
"ჩელსი" - 2.218 მილიარდი
8. "ტოტენჰემ ჰოთსპური" - 2.067 მილიარდი
9. პსჟ - 1.911
10. ლონდონის "არსენალი" - 1.852 მილიარდი
11. ტურინის "იუვენტუსი" - 1.735 მილიარდი
12. დორტმუნდის "ბორუსია" - 1.281 მილიარდი