ოფიციალურად: ესპანეთის ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება

AutoSharing Option
ლა ლიგის ხელმძღვანელი ხავიერ ტებასი ადასტურებს, რომ ქვეყნის ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება.

ამასთან, ტებასმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ზოგიერთი გუნდის ფეხბურთელებს კორონავირუსის საფრთხის გამო ეშინიათ თამაში და არ აპირებენ სეზონის ბოლომდე თამაშს.

ამ მომენტისათვის გათამაშებულია 27 ტური, ხოლო ჩემპიონატის ლიდერი კატალონიის "ბარსელონა" 56 ქულითაა.