ლუის სუარესი: კარგ ფორმაში ვართ და ყველა ტურნირი უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდმსხმელმა ლუის სუარესმა სეზონის განახლების მოლოდინზე ისაუბრა.

"მიხარია, რომ ვარჯიში დავიწყე. თავიდან რამდენიმე დღე მწვრთნელი ხუანხო მავარჯიშებდა, შემდეგ კი თანდათან საერთო ჯგუფში დავბრუნდი. უკვე რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ.

კორონავირუსი ნაწილობრივ აღდგენაში დამეხმარა, მატჩებში მონაწილეობის მიღებას შევძლებ, რომლების გამოტოვება მომიწევდა. ამ შესაძლებლობით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ უარყოფითი მხარეც არსებობს - სიტუაცია, რომელშიც მრავალი ადამიანი აღმოჩნდა.

მიზნები უცვლელია, ყველაფერი უნდა მოვიგოთ, რაც კი შესაძლებელია. ვფიქრობ, ამისათვის კარგ ფორმაში ვართ. გუნდი კარგად მუშაობს, ეს იმედს მაძლევს", - განუცხადა სუარესმა კატალონიურ "სპორტს".

ასევე დაგაინტერესებთ