"მესი - ნომერ პირველია" - რონალდომ მისთვის საინტერესო 5 ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი, ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდო იმ 5 ფეხბურთელს ასახელებს, რომლებსაც რეგულარულად ადევნებს თვალს.

"მესი, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა. 30 წელი მაინც გავა, სანამ მსგავს მოვლენას დავინახავთ. ასევე, თვალს ვადევნებ ხოლმე აზარის, მბაპეს, ნეიმარისა და სალაჰის თამაშს.

რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი რაღაცით მგავს, მაგრამ მე არ მიყვარს, როცა სხვა ფეხბურთელებს ვადარებ საკუთარ თავს. განსაკუთრებით, როცა საუბარია სხვადასხვა თაობის ფეხბურთელების შედარებაზე, იმიტომ, რომ გარემოებები რადიკალურად განსხვავებულია." - ციტირებს ბრაზილიელს Daily Mail-ი.

ასევე დაგაინტერესებთ