"ბარსელონაში" შიდა პანდემია იყო - კორონავირუსი 5-მა ფეხბურთელმა გადაიტანა

AutoSharing Option
RAC1-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ფეხბურთელები პაუზის დროს კორონავირუსით დაინფიცირდნენ, თუმცა ყოველგვარი სიმპტომის გარეშე გადაიტანეს ის.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსი გუნდის 5 ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბის 2 წევრს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანს არ აღენიშნებოდა რაიმე სახის გართულება.

ახლა, როგორც მწვრთნელები, ისე ფეხბურთელები სრულიად ჯანმრთელნი არიან და "ბლაუგრანას" საწვრთნელ პროცესში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე არიან ჩართულნი.

აქამდე კლუბმა ტესტირების შედეგები გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გუნდის ყველა წევრი ჯანმრთელია და კორონავირუსი არცერთს არ გამოუვლინდა.

ლა ლიგის განახლების შემდეგ "ბარსელონა" პირველ შეხვედრას
14 ივნისს, გასვლაზე "მალიორკას" წინააღმდეგ გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მასაც რომ გონია ყველაფერი იცის და ყველას მაგივრობას რომ ითვისებს ამიტომ ააქვს ბუბლიკი ნაკრებში
მეორე სიმართლე
03 ივნისი 2020 12:46
1
ბუბლიკების რა მოგახსენო, მაგრამ ბუბლიკებივით ბლომათ კი აქვს ოქროს ბურთები.
ვითომ, მეორე სიმართლეს!. შენ მარადონას კლასტერიდან ხომ არა ხარ? რაღაც გვეცნობი / ამაშია/.
03 ივნისი 2020 17:18
0
მესი მოედანზე კი არ დარბის, დადის და რისგან იყო დაღლილი.
სიმართლე
02 ივნისი 2020 16:11
11
მესი სეზონიდან სეზონამდე შეუცვლელი, რომ იყო მინდორზე და მთელ თავის ენერგიას, რომ დებდა თამაშში, როგორ გგონია არ გადაიწვებოდა? მერე, რომ ამოგიჩემებიათ "დადისო" სადაც საჭიროა დადის და სადაც საჭიროა დარბის, თვითონ უკეთესათ იცის როდის რა გააკეთოს. შენ ერთ ნაბიჯს გადაგამ და იმწამსვე იღლები ისეთი ტიპი ჩანხარ, დარწმუნებული ვარ ტახტზე გორაობ ქშენით.
ვითომ სიმართლეს. ვახოსგან
02 ივნისი 2020 17:26
1
ჯამრთელობა და წარმატება თქვენ ჩვენო საყვარელო და მონატრებულო ბარსა! ვხედავ გუნდი ძალიან მონდომებულია და ეს ძალიან გვახარებს, მითუმეტეს ბარსას კაპიტანი ლეო მესი აშკარად დასვენებული და მოტივირებული ჩანს.
ნონა
02 ივნისი 2020 12:55
2

სიახლეები პოპულარული