კატალონიის "ბარსელონას" მეკარემ, მარკ ანდრე-ტერ შტეგენმა დაარწმუნა გულშემატკივრები, რომ თამაშს ესპანეთში გააგრძელებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეკარე და გუნდის წარმომადგენლები ვერ თანხმდებოდნენ ტერ-შტეგენის ხელფასზე და გერმანელი სხვა კლუბში გადასვლის ალტერნატივას განიხილავდა.
"ამ ზაფხულს "ბარსელონიდან" არ გადავალ. ჩემი აგენტი შეხვდა კლუბის წარმომადგენლებს და მათ ახალი კონტრაქტი განიხილეს. ჩვენ ამ საკითხზე მარტში ვსაუბრობდით, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მოგვიწია მოლაპარაკებების გადადება. ახლა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება." - განაცხადა მარკმა kicker-თან საუბარში.
28 წლის ტერ შტეგენი "ბარსელონაში" 2014 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მეკარემ გუნდთან ერთად
13 თასი მოიგო.