"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტიდან" მცველის დაბრუნებას შეეცდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი ნელსონ სემედო მალე "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს კარიერას. მოლაპარაკებისას კატალონიური კლუბის წარმომადგენლები "ქალაქელთა" 19 წლის მცველით, ერიკ გარსიათი დაინტერესდნენ.

გარსია კატალონიაშია დაბადებული, "ბარსელონას" აღზრდილია, "სიტიში" 2017 წელს გადავიდა, ხოლო 2019 წელს პირველად ითამაშა ინგლისის ჩემპიონატზე.

"მანჩესტერ სიტის" გარსიას გაყიდვა არ უნდა, თუმცა "ბარსა" დანებებას არ აპირებს და ტრანსფერის განხორციელების იმედი აქვს.

ამ სეზონში მან პრემიერლიგის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.