ლეო მესიმ შეიძლება "მალიორკასთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ შეიძლება ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩი "მალიორკასთან" გამოტოვოს, - იტყობინება El Chiringuito TV.

მესის ზედა ბარძაყის კუნთის დისკომფორტი აქვს და არაა გამორიცხული, "მალიორკასთან" ვერ ითამაშოს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ტრავმა არა აქვს, თუმცა გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. ლეოს ამ სეზონში ანალოგიური პრობლემა უკვე ჰქონდა.

"მალიორკასა" და "ბარსელონას" შეხვედრა 13 ივნისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ