უდარდელა ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ გოლფი და ფული აწუხებს

AutoSharing Option
მიხვდით უთუოდ, "რეალის" შემტევზე, გარეთ ბეილზე გვაქვს საუბარი, რომლის დატოვება "რეალს" არ უნდა, მაგრამ თავად ნავსაყუდელის გამოცვლის კატეგორიული წინააღმდეგია. თქვა ერთხელ კიდევაც, თუ არ მათამაშებენ, ვიჯდები სათადარიგოთა სკამზე და გოლფის თამაშით შევიქცევ თავსო. 30 წლის უელსელს ცხოვრება მოწყობილი აქვს და არც აღარაფერი ანაღვლებს. ბეილის მომავლის თაობაზე კომენტარი მისმა აგენტმა ჯონათან ბარნეტმა გააკეთა.

"წარმოდგენა არა მაქვს, ის რამდენი ღირს. საკმაოდ მაღალი გასამრჯელო აქვს (კვირაში 668 ათასი ფუნტი! - რედ.). მე ამის დადგენა არ შემიძლია. კლუბები თვითონ წყვეტენ, რამდენი უნდა გადაიხადონ მასში.

როგორც ყოველთვის ვამბობდი, მადრიდში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. შესანიშნავი ცხოვრება აქვს და ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რომ კარიერა "რეალში" არ დაასრულოს.

ეს მისი ცხოვრებაა. სურს ფინანსურად საკუთარი თავი, შვილები და შვიილიშვილებიც კი უზრუნველყოს. მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, თითქმის ყველა ტურნირი მოიგო.

კარგი იქნებოდა, პრემიერლიგაში დაბრუნებულიყო, მაგრამ არ უნდა", - განაცხადა ბარნეტმა BBC Radio 4-ის ეთერში.

altბეილს მყიდველი არ გამოუჩნდა და "რეალში" დარჩება

altბეილი: ერთი ამბავი ატეხეს, არადა, გოლფის თამაშზე ექიმებს ვესაუბრე...

altბეილის ფასი 20 მილიონამდე დაეცა და "ნიუკასლს" შეუძლია შეიძინოს

altბეილი: MLS საინტერესოა, მე ლოს ანჟელესში გოლფს ვთამაშობ

alt6 წლის წინ ბეილმა "რეალს" ფინალი მოაგებინა, ბარტრას კარიერა კი "დაასამარა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამან რომ ბარსელონას შეუპამპალა მარტო მაგიტო უნდა დატოვონ
chelsii
06 ივნისი 2020 15:40
1
არ მახსოვს ვინმეს ესე გაებითურებიოს პერესი ბაბუ როგორც ამან ქნა იმენა ჩახადა
თემური
05 ივნისი 2020 18:33
0
როგორი გაუჩალიჩა რეალს, მაგრად შეეზედმეტა. DD
G.LA
05 ივნისი 2020 16:32
0
სადაც ანანიძე 1,8 მილიონ ევროს იღებდა სპარტაკში, ბეილი რომ კვირაში 670 ათასს იღებდეს სულაც არაა გასაკვირი.
ალბათ ფეხბურთელები გულში სიცილით კვდებიან, რომ ფეხბურთის თამაშში ამდენ ფულს უხდიან საფეხბურთო სამყაროს ბრიყვი მენეჯერები და ადმინისტრატორები.
ჯერი
05 ივნისი 2020 15:45
0
ანანიძე 2
Maxo
05 ივნისი 2020 03:07
2
ამას ანანიძესთან როგორ ადარებთ? ანანიძე ნულია.
ბეილმა კიდევ რამდენი სუპერ თამაში ჩაატარა რეალში არ გახსოვთ? რა ქნას ეხლა ზიდანი თუ არ ენდობა და იშვიათად აყენებს.
როცა ათამაშებენ მაღალ დონეზე თამაშობს.
ჩემპიონთა ლიგაზე მარტო მისი მაკრატელა გოლი რად ღირდა..
ავოე
05 ივნისი 2020 15:53
0
ფუ ამაზე სასირცხვილო მოთამაშე არ მახსოვს ეს უსაქმური. წასვლა არ უნდა და ამხელა თანხას ტყუილად იღებს.
სირცხვილია
04 ივნისი 2020 22:25
7
პირიქით კარგია, ესეთი ფეხბურთელები თუ მომრავდებიან ტრანსფერების ფასიც და ხელფასებიც დაიწევს ქვევით და ნორმალურ ციფრებამდე ჩამოვა. ეხლა კოსმოსშია გავარდნილი აშკარად. სხვა სპორტებს რომ შეხედო ესეთი ტიპები ბევირ არიან
gia
05 ივნისი 2020 12:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული