ანტუან გრიზმანი: ჩემი მიზანი კარიერის აშშ-ში დამთავრებაა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ოცნებობს, რომ ყატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და შემდეგ კარიერა აშშ-ში დაასრულოს.

"პირველ რიგში, მინდა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება "ბარსელონასთან" ერთად. ეს ოცნებაა, უფრო სწორად კი, მიზანი. შემდეგ - მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ყატარში. ამის შემდეგ კი MLS-ში მინდა წასვლა. გუნდი არ ვიცი, მაგრამ ამერიკაში თამაში ნამდვილად მინდა. ჩემთვის ეს მიზანია, რომ კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავასრულო. მსოფლიოს ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამერიკა, არ არის ცუდი ვარიანტი, არა?" - ციტირებს
გრიზმანს goal.com-ი.

შეგახსენებთ, გრიზმანი "ბარსელონაში" 2019 წლიდან თამაშობს. 37 მატჩში მან 19 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი კატალონიელებთან 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.


ასევე, გთხოვთ, მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული