კატალონიის "ბარსელონას" ექიმებმა 33 წლის ლუის სუარეს უფლება მისცეს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის განახლებისთანავე დაბრუნდეს.
ამ ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ბოლოს ლუისმა 9 იანვარს ესპანეთის სუპერთასის ნახევარ ფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშა. მაშინ გუნდს ჯერ კიდევ ერნესტო ვალვერდე წვრთნიდა და არა კიკე სეტიენი. კატალონიელები 2:1 იგებნდენ, თუმცა 2:3 დამარცხდნენ.
12 იანვარს ლუისმა მარჯვენა მუხლის მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ვარჯიშების დაწყება კი მაისში მოახერხა.
მიმდინარე სეზონში მას 23 მატჩში 14 გოლი და 11 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.