"ბარსელონა" უსმან დემბელეს ტრანსფერზე დააყენებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" მზადაა ნახევარმცველ უსმან დემბელეს დაემშვიდობოს.

კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, "ბარსა" დემბელეს ტრანსფერზე დააყენებს, ამის შესახებ კი მის აგენტ მუსა სისოკოს სეზონის დასრულებისთანავე ოფიციალურად შეატყობინებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ დემბელე ამ სეზონში ვერ ითამაშებს, კლუბს მისი სარფიანად გაყიდვა გაუჭირდება. შეგახსენებთ, "ბარსელონამ" დემბელე 2017 წელს "დორტმუნდისგან" 105 მილიონ ევროდ შეიძინა.

დემბელე ტრავმებისადმი მიდრეკილია და ამიტომ "ბარსელონასთვის" მის ტრანსფერზე ჯერ არავის არ მიუმართავს.

მან ბოლოს "ბარსაში" 27 ნოემბერს ითამაშა და გუნდის გამოცვლა არ უნდა.