პიანიჩმა "ბარსელონას" გამო პსჟ და "მანჩესტერ სიტი" უარით გაისტუმრა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი მხოლოდ "ბარსელონაში" გადავა, - წერს "ტუტოსპორტი".

გამოცემის მტკიცებით, ბოსნიელმა პსჟ-სა და "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა არ ისურვა და მხოლოდ "ბარსელონას" წინადადებას განიხილავს. ადრე ესპანურმა გამოცემებმა ცნობა გაავრცელეს, რომ "ბარსამ" ანსუ ფატის პიანიჩში გაცვლაზე უარი თქვა. ასევე არ შედგა არტურისა და პიანიჩის ბარტერიც.

ამ სეზონში პიანიჩმა 32 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი სატრანსფერო ფასი კი 52 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული