მადრიდის "რეალის" სამედიცინო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ხესუს ოლმო აცხადებს, რომ გარეთ ბეილი ფიზიკურად ყველაზე ნიჭიერია.
"ბეილი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. მას შეუძლია ნებისმიერ სპორტში თავი გამოიჩინოს. გარეთი დაუჯერებელი სპორტსმენია. მას არაჩვეულებრივი გენეტიკა აქვს. პირველად რომ დავინახე, გავოცდი", - ციტირებს ოლმოს Ideal de Granada.
"რეალში" ბეილმა 249 მატჩი ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა.