მაკმანამანი: წელს ესპანეთის ჩემპიონი "რეალი" გახდება, მაგრამ მესი...

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა სტივ მაკმანამანმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოიგებს ამ სეზონში ლა ლიგას.

27 ტურის შემდეგ ლიდერი "ბარსელონა" მეორეადგილოსან "რეალს" 2 ქულით უსწრებს.

"ვფიქრობ, "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება. მე უპირატესობას "რეალს" ვანიჭებ. მათ უფრო ადვილი კალენდარი აქვთ. "ბარსელონას" კი "სევილიასთან" და "ატლეტიკოსთან" უწევს თამაში.

პლუს, "რეალს" უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს, ეს კი ტრავმების შემთხვევაში დაეხმარება. სამწუხაროდ, ამხელა პაუზის შემდეგ ფეხბურთელებმა შეიძლება ტრავმები მიიღონ.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ კატალონიურ გუნდს მესი ჰყავს,
რომელსაც ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული