მოდრიჩი: "რეალს" რონალდო დააკლდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ჰყვება, თუ როგორ იმოქმედა კრიშტიანო რონალდოს წასვლამ გუნდზე.

"რონალდო - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სიმართლე გითხრათ, ჩვენ მისი ხასიათი, მიზანსწრაფულობა და გოლები ძალიან გვაკლია. მას გამარჯვება სწყურია. ყველგან და ყოველთვის. კრიშტიანოს შეეძლო გუნდის მოტივირება. მას დიდი გული აქვს და მუდამ მზადაა დახმარებისთვის." - ციტირებს Goal.com-ი მოდრიჩს.

შეგახსენებთ, კრიშტიანო "რეალში" 2008-დან 2018 წლამდე თამაშობდა და ამ პერიოდში 450 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ასევე, რონალდო "რეალს" 16 ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა, საიდანაც 4 ჩემპიონთა
ლიგაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული