"სპორტინგის" მეკარემ, ლუიშ მაშიმიანუმ წამყვანი ევროპული ჩემპიონატების ტოპ-კლუბების ყურადღება მიიქცია.
"მილანთან" ერთად მისი შეძენით კატალონიის "ბარსელონაც" დაინტერესდა.
ესპანელები მაშიმიანუს ძირითადი მეკარის, ტერ შტეგენის მთავარ კონკურენტად განიხილავენ.
მაშიმიანუს კონტრაქტი "ლომებთან" 2023 წლამდე აკავშირებს. ის, ასევე, პორტუგალია U21-ის მეკარეა.
Transfermarkt-ი ფეხბურთელს 2.7 მილიონ ევროდ აფასებს.