ზიდანისა და ბეილის ურთიერთობების დარეგულირება შეუძლებელია

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანისა და თავდამსხმელ გარეთ ბეილის ურთიერთობა ისევ ძალიან დაძაბული და მტრულიც კია, - იტყობინება "მარკა".

გამოცემის მტკიცებით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ამის თაობაზე საქმის კურსშია და მისი გამოსწორება შეუძლებლად მიაჩნია.

უელსელმა ლა ლიგის 28-ე ტურში, "ეიბართან" მატჩში 29 წუთი ითამაშა, მეორე დღეს კი განაცხადა, რომ კუნთის პრობლემა აქვს და გუნდთან ერთად არ ივარჯიშა.

არც აქამდე და არც ახლა ზიდანს ბეილი საქმისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულების გამო არ გაუკრიტიკებია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ინდიფრრენტული ყველამ ვიცით რას ნიშნავს ხო?
Vasili
13:35 17-06-2020
0

სიახლეები პოპულარული