ლა ლიგის პრეზიდენტი: მესი ხატია - რონალდოს წასვლამ არაფერი დაგვაკლო

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ თავდამსხმელ რონალდოს "რეალიდან" "იუვენტუსში" გადასვლამ ესპანეთის ჩემპიონატზე გავლენა არ მოახდინა.

"კრიშტიანოს წასვლამ "რეალი" კი დაამწუხრა, მაგრამ ჩვენზე პრაქტიკულად ნულოვანი გავლენა მოახდინა, რადგან ლა ლიგა დიდი ხანი ემზადებოდა იმისათვის, რათა მისი ბრენდი კონკრეტულ ფეხბურთელებზე მაღლა მდგარიყო.

თუმცა მესისთან სხვა ისტორიაა. ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. გაგვიმართლა, რომ მხოლოდ ჩვენს ლიგაში თამაშობს. ვფიქრობ, მესის წასვლა შესამჩნევი იქნებოდა. განსაკუთრებით, სხვა ჩემპიონატში გადასვლის შემთხვევაში.

ლიონელი ესპანეთის ფეხბურთის ხატია. მას კარიერის ჩვენს ჩემპიონატში დასრულებას ვთხოვდი.

მესის წასვლა კატასტროფა არ
იქნება, ვინაიდან სატელევიზიო კონტრაქტებს მასთან ერთად ან მის გარეშეც გავაფორმებთ. მთავარი ღირებულება ისაა, რომ მუდამ გვახარებს", - განაცხადა ტებასმა RAC1-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ გაგვიჩმახეს საქმე მესი-როლანდოთი,მესიზე დიდი ფეხბურთელები არსებობდენ და ასე არასდროს გადაუმლაშებია პრესას,თავი დაგვანებეთ და ისიამოვნეთ თქვენი ჩემპიონატით,გიდასტურებთ,რომ მაღალი რანგის ჩემპიონატი გაქვთ.
ზასტაველი
19 ივნისი 2020 09:52
12
ზასტაველჩიკ მაგრად აჩმახებ.
kote
19 ივნისი 2020 13:02
0
ზასტაველო რა იყო რა გულზე მოგხვდა? მესის როცა ახსენებს, პრესა ან ცნობილი პიროვნებები ესე იგი მაგარი ფეხბურთელია. პრესა კი ყოველთვის ასეთ ვრსკვლავებზე აკეთებენ აქცენტებს, რომ კითხვადი და გაყიდვადი იყოს. მე პირად ყველაზე ძალიან მესის თამაშები მაინტერესებს, დანარჩენების ნაკლებად. ასეთები კი უამრავი ვართ.
vaxo
19 ივნისი 2020 12:32
1
Ronaldo ro wavida imito gaxda premier liga ufro popularuli da mesic ro wavides ra geshveleba sacodavo
ronaldos fani
19 ივნისი 2020 09:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული