მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა კატალონიის "ბარსელონასთან" მოახლოებულ მატჩზე.
"მე არ ვაკეთებ აქცენტს ფიზიკურ ფორმაზე. ჩვენ მოგვიწევს საუკეთესო გუნდთან თამაში, სადაც მსოფლიოს გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობენ.
გასულ წელს "ბარსელონამ" მოიგო ტიტული და დათმობას არ აპირებენ. დარწმუნებული ვარ, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.
მოკლედ, მათ წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია და ახალი არაფერია. აქცენტს დაცვაზე გავაკეთებთ, სადაც მცველებთან ერთად, ბევრი ნახევარმცველი განლაგდება", - ციტირებს სიმეონეს Marca.
ამ მომენტისთვის კატალონიელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ "რეალს" 2 ქულით ჩამორჩებიან. მესამეზე კი "ატლეტიკოა".