"ბარსას" ახალწვეული პიანიჩი "რეალისა" და ზიდანის ფანია - ბოსნიელს ძველი ინტერვიუები ამოუქექეს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" 60 მილიონ ევროდ მოაგვარა ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის ტრანსფერის საკითხი და აღმოჩნდა, რომ ბოსნიელი ფეხბურთელი ბავშვობიდან მადრიდის "რეალის" ფანი ყოფილა.

"მადრიდის "რეალს" მას შემდეგ ვგულშემატკივრობ, რაც იქ ზიდანი და ბრაზილიელი რონალდო თამაშობდნენ. მას შემდეგ "ბლანკოსი" ჩემი საყვარელი კლუბია და ყოველთვის ასე იქნება. ვინ არ ოცნებობს "რეალში" თამაშზე?" - თქვა პიანიჩმა 2009 წელს, AS-ისთვის მიცემული ინტერვიუში.

2013 წელს ბოსნიელმა კიდევ ერთხელ არ დაიშურა თბილი სიტყვები "რეალ
ისა" და მისი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის მიმართ.

"ბავშვობაში სწორედ ზიდანის გამო გადავწყვიტე, ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ის საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისი თამაშიც მინახავს და თუ მკითხავთ, რომელია ჩემი საყვარელი გუნდი, დაუფიქრებლად ვიტყვი - მადრიდის "რეალი", - აღნიშნა ბოსნიელმა Oslobodjenje-სთან საუბარში.

ახლა კი მირალემი მადრიდელთა და ალბათ, ერთ დროს მისი საფეხბურთო მტრის რიგებში ითამაშებს და საყვარელი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს მოედანზე გასვლა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით