"რეალმა" ისევ მოიგო და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში "რეალმა" სახლში "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა.

უნდა ითქვას, "ხეტაფე" მრისხანე მეტოქეს არ შეუშინდა და დაცვაში არ ჩადგა, ბურთსაც აგორებდა და უტევდა კიდეც. მატჩის ბედი კი კარვახალმა გადაწყვიტა, რომელიც საჯარიმოში ოლივეირამ წააქცია და თერთმეტმეტრიანი სერხიო რამოსმა ზუსტად შეასრულა.

ვერ ვიტყვით, რომ ზიდანის გუნდმა გადასარევად ითამაშა, მაგრამ კლასის ხარჯზე მორიგი 3 ქულა მიითვალა და ოქროს მედლებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

"რეალმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, 74 ქულით ლიდერია, "ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს და იმის გათვალისწინებით, რომ ქულებს არ
კარგავს, ეს უკვე სერიოზული ფორაა.

5 ივლისს "რეალი" სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება, ხოლო 6 ივლისს "ბარსა" გასვლაზე "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.

"რეალის" მეკარე კურტუამ პრიმერას მიმდინარე გათამაშების 16 მატჩში არ გაუშვა გოლი და ამ მაჩვენებლით ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ლიდერია.

რეალი - ხეტაფე 1:0
გოლი: სერხიო რამოსი (79, პენ)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბარსას პანებო რატომ აკაკუნებთ ვერ ვხვები ეგ კიდევ გუნდი გონიათ თქვენ დაიწყება სეზონი და ნახავთ თქვენი თვალებით სულ 30 წუთით ქაჩავენ უკვე დააკვირდით
real
07:07 04-07-2020
0
ხალხი სერიოზულად ამბობს საეჭვო პენალტი იყოო :დდ რა უნდა ექნა ეცემა კარვაჰალი თუ?
Nick
12:38 03-07-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული