"რეალმა" ისევ მოიგო და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში "რეალმა" სახლში "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა.

უნდა ითქვას, "ხეტაფე" მრისხანე მეტოქეს არ შეუშინდა და დაცვაში არ ჩადგა, ბურთსაც აგორებდა და უტევდა კიდეც. მატჩის ბედი კი კარვახალმა გადაწყვიტა, რომელიც საჯარიმოში ოლივეირამ წააქცია და თერთმეტმეტრიანი სერხიო რამოსმა ზუსტად შეასრულა.

ვერ ვიტყვით, რომ ზიდანის გუნდმა გადასარევად ითამაშა, მაგრამ კლასის ხარჯზე მორიგი 3 ქულა მიითვალა და ოქროს მედლებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

"რეალმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, 74 ქულით ლიდერია, "ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს და იმის გათვალისწინებით, რომ ქულებს არ
კარგავს, ეს უკვე სერიოზული ფორაა.

5 ივლისს "რეალი" სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება, ხოლო 6 ივლისს "ბარსა" გასვლაზე "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.

"რეალის" მეკარე კურტუამ პრიმერას მიმდინარე გათამაშების 16 მატჩში არ გაუშვა გოლი და ამ მაჩვენებლით ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ლიდერია.

რეალი - ხეტაფე 1:0
გოლი: სერხიო რამოსი (79, პენ)

მკითხველის კომენტარები / 9 /
დაიწყეს ბარსას ფანებმა ტირილი.ვიდეო კონტროლი იმიტომაც მოიგონეს რომ სანტიმეტრებიც გაზომონ.
ასეა ეს
10:13 03-07-2020
2
რად უნდა ამ თერთმეტმეტრიანს გარჩევა, 100%-იანი იყო, თან ისეთი, რომ ვიდეორეფერიც არ ჭირდებოდა. თავად დამრღვევმა ფეხბურთელმა თავი ჩაღუნა და ხმა არ ამოუღია და ბარსას გულშემატკივრებმა რას შეხედეს ასეთს:)
madrid
12:04 03-07-2020
1

სიახლეები პოპულარული