კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი კლუბს 2021 წელს დატოვებს. ინფორმაციას Cadena SER-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბსა და მესის შორის მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ბოლო პერიოდში დადებითად მიმდინარეობდა, 33 წლის თავდამსხმელმა პოზიცია შეიცვალა.
კატალონიური გრანდის წარუმატებლობის შემდეგ არგენტინელი ცვლილებებზე დაფიქრდა. წყაროს ცნობით, ლიონელი დაიღალა კლუბიდან ინფორმაციის გაჟონვებით და მასზე იმის დაბრალებით, რასთანაც კავშირი საერთოდ არ აქვს.
ასევე, ფორვარდი უკმაყოფილოა იმითაც, რომ კლუბი დიდი ხანია ვერ ახერხებს ახალი პროექტის ჩამოყალიბებას, რომელიც "ბარსელონას" გრძელვადიან წარმატებას მოუტანდა.
ზიდანმა მესის "ბარსადან" სავარაუდო წასვლაზე კომენტარი გააკეთა