მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის კლუბიდან სავარაუდო წასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"არ ვიცი, რა მოხდება, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ის "ბარსელონაში" დარჩება, რადგან მესი ამ ჩემპიონატში თამაშობს. ჩვენ კი გვინდა, რომ ლა ლიგაში საუკეთესოები იყვნენ", - განაცხადა ზიზუმ.
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეო მესი "ბლაუგრანადან" წასვლას 2021 წელს გეგმავს. არგენტინელი კლუბის შიდა არეულობებით დაიღალა. ასევე, მესის არ მოსწონს, რომ მისთვის შეუფერებელი გადაწყვეტილებების მიღებაში რევენ და მის აზრსაც არ ითვალისწინებენ.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში არგენტინელმა "ბარსელონას" რიგებში 28
შეხვედრა ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით