თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის და, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას თავისი ძმის პრობლემის გადასაჭრელად შეხვდება.
კატალონიური "სპორტის" ცნობით, გრიზმანის ოჯახს არ უნდა სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს და სწრაფად მოქმედება გადაწყვიტა.
ანტუანს არ სურს გუნდის დატოვება, მაგრამ უკვე ამ ვარიანტსაც განიხილავს. ის იმედგაცრუებულია მწვრთნელ კიკე სეტიენით, რამეთუ თამაშის და თავის წარმოჩენის საშუალებას არ აძლევს.
ანტუანის და კლუბის ხელმძღვნელობას ეტყვის, რომ მისი ძმა თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, ვინაიდან გუნდში ავტორიტეტით არ სარგებლობს.
გრიზმანმა ოჯახის წევრებს სთხოვა, ნუ გააკეთებენ საჯარო განცხადებებს, რადგან ეს
მის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. შეგახსენებთ, ადრე სეტიენის შესახებ ნეგატიურად ისაუბრეს ფეხბურთელის ძმამ და მამამ.
უკანასკნელი ინფორმაციით, გრიზმანის სამსახურით "არსენალი" დაინტერესდა.