სეტიენი მესის წასვლაზე კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ლიონელ მესის შესაძლო წასვლასა და გუნდში არსებულ ატმოსფეროზე საუბრობს.

"მე არ ვაპირებ ამ თემაზე სპეკულაციებს. მესისგან არაფერი მსმენია. ვერაფერს ვიტყვი.

ჩვენ საქმეზე ვსაუბრობთ ხოლმე, ყოველგვარი ზედმეტი ინფორმაციის გარეშე.

ყველა გუნდში არსებობს გარკვეული იერარქია, რაც წლობით იქმნება. ფეხბურთელები მუშაობაში ხელს არ მიშლიან, პირიქით, მე არ ვარ ის მწვრთნელი ვინც თავის აზრებს ფეხბუთელებს თავს ახვევს." - თქვა სეტიენმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ