მესის გარემოცვამ არგენტინელის სურვილი გაამხილა

AutoSharing Option
როგორც ბრიტანული Goal იტყობინება, "ბარსელონას" კაპიტანსა და ლიდერ ლიონელ მესის არსად წასვლა სურს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობით უკმაყოფილოა.

ბოლო დღეების განმავლობაში ესპანური და მსოფლიო პრესის წარმომადგენლები წერდნენ, რომ ლეო "ბარსაში" საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვებას გეგმავს. ერთ-ერთ ვარიანტად "მანჩესტერ სიტისაც" კი ასახელებდნენ.

წყაროს ცნობით, მესის გარემოცვამ ეს ვერსია სასტიკად უარყო. მათი თქმით, არგენტინელს მხოლოდ კლუბის პრეზიდენტი ხოსებ მარია ბართომეუს მიმართ საკუთარ უნდობლობის გამოხატვა სურდა.

მესის უკმაყოფილების შემთხვევაში, ერთადერი ვინც სავარაუდოდ კლუბს დატოვებს, ეს პრეზიდენტი იქნება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით