ისევ სერხიო რამოსმა მოაგებინა - "რეალმა" "ბარსას" 7 ქულით გაუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის "რეალი" გასვლაზე ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდა და მეტოქე სერხიო რამოსის მიერ გატანილი პენალტით დაამარცხა - 1:0.

თამაში ძალიან მოსაწყენი გამოდგა, უსახური, არალამაზი ფეხბურთი მიმდინარეობდა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. 71-ე წუთზე მარსელომ მადრიდელებს პენალტი მოუპოვა, 73-ე წუთზე კი რამოსმა 11-მეტრიანი გოლად გარდასახა.

აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდში მხოლოდ ბენზემას ჩამორჩება.

"რეალმა" ამ მოგებით 77 ქულა დააგროვა და "ბარსელონას" 7 ქულით გაექცა.

ბილბაო - რეალი 0:1
გოლი: სერხიო რამოსი
(73, პენ)

მკითხველის კომენტარები / 6 /
რატომ გაქვთ რეალის ფანებს ობიექტურობის გრძნობა დაკარგული?
oto
06 ივლისი 2020 18:51
1
რატო იწყევლები ვიღაცა ხარ, ამ სეზონის თამაშს უყურე ბარსელონაში, თუ რამე გესმის ფეხბურთის დაინახავ კარგად
sormona
05 ივლისი 2020 23:09
1
ღმერთმა დამიფაროს ვინმე დავწყევლო, რაზე ვკამათობთ საერთოდ,მემგონი არაა სადაო,რომ რეალს და ცოტა ბარსასაც მსაჯები სწყალობენ. რაც შეეხება ბარსა რეალს თუ ადარებ,ძალიან გთხოვ სტატისტიკას გადახედე.რასაც ჰქვია ბოლო 15 წლის მანძილზე სადაც დაიჭირა იქ შეარცხვინა ბარსამ, 1-2 გამონაკლისის გარდა.
:-)
06 ივლისი 2020 00:21
3
ეს უკვე მარაზმია. ისეთი პენალტი დაუდეს ყველაზე გადამკვდარი რეალის ფანიც არ მოითხოვდა. აქეთ იყო მარსელოზე ჯარიმა
;-)
05 ივლისი 2020 18:30
24
მე და შენს შორის ვინც რეალის ან ბარსას ფანია არ მოეგოს იმის გუნდს არასოდეს ჩემპიონთა ლიგა. ფეხბურთი არ გითამაშია სავარაუდოდ. კაცმა ტანი ჩადგა,ბურთი გაატარა და მეორე ფეხით ითამაშა,ბურთზე. 100 დან 99 შემთხვევაში არაფერს არ მისცემდნენ.მე მაქვს რეალობა დაკარგული?გადაახვიე და უყურე თუ ერთ ფეხბურთელს მაინც მოეთხოვა პენალტი რეალიდან.ფაქტი სახეზეა.რაც შეეხება ბარსას და რეალს,უხერხულია რეალის გულშემატკივრებისგან ბარსასთან გათანაბრება ურთიერთ შეხვედრებით,სადაც დაიჭირა ბოლო 15 წელიწადში იქ გააფარჩაკა ბარსამ. სტუმრად და სახლში 5-0, 4-0 რომ წააგებ,2-6ც არ დაგავიწყდეთ.იქნებ ისიც გაიხსენოთ,როგორღაც ბოლოსდაბოლოს ჩემპიონი რომ გახდა რეალი 2-3 წლის წინ, ბეტისთან 1 მეტრაზე კარში შესული გოლი,რომ არ ჩაუთვალეს ბარსას და ზუსტად იმ 2 ქულით გახდა რეალი ჩემპიონი. თუნდაც იმით სჯობს ბარსა რეალს,რომ საკუთარ საფეხბურთო სკოლაში ზრდის მომავალ თაობას და რეალის მსგავსად ფულით არ აკეთებს კლუბს და შემდეგ მსაჯების გარკვეული დახმარებებით აღწევს წარმატებას,ორად ორი ვარსკვლავი ფეხბურთელი,რომელიც რეალმა გაზარდა ბოლო ათწლეულებში იყვნენ რაული და კასილიასი და ორივე გუნდიდან გააგდეს.შალკემ უფრო დააფასა რაული ვიდრე რეალმა.დიახ მე გერმანიის და ჰულანდიის გულშემატკივარი ვარ,სადაც ათეულობით ვარსკვლავები იზრდებიან საფეხბურთო სკოლებში და ფულით არ აწყობენ კლუბებს,ამიტომ ყოველთვის ვიქნები იმ ფეხბურთის გულშემატკივარი სადაც ნატურალურად იზრდებიან ფეხბურთელები,რომელ ფეხბურთელებსაც ყიდულობენ ისეთი მილიონერები როგორიც მაგ. "სამფეო" კლუბია.ზუსტად ამ მილიონებმა შეიწირა სპორტის სახეობა ფეხბურთი და დაკარგა მილიონობით გულშემატკივარი. არავის აღარ სჯერავს შედეგის ბუნებრიობის,ყველას ყველაფერი ჩაწყობილი ჰგონია,ზუსტად შეიხების და ევროპელი მილიარდელი ბიძების გამო. ყოველთვის დავაყენებ ფეხბურთელების გამზრდელ კლუბებს, ფულით გაკეთებული კლუბების წინ.
:-)
05 ივლისი 2020 22:31
9
მართლა მარაზმია შენი კომენტარი, რეალობა გაქვთ დაკარგული ბარსას ფანებს...
sormona
05 ივლისი 2020 20:12
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული