ანდუხარ ოლივერი: მარსელოს ფეხზე დააბიჯეს - ეს პენალტია

AutoSharing Option
ყოფილმა მსაჯმა ოლივერ ანდუხარმა "ბილბაოსა" და "რეალის" მატჩში (0:1) მასპინძელთა კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე გააკეთა კომენტარი, რომელიც სერხიო რამოსმა გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"ბილბაოს" მცველმა დანი გარსიამ საჯარიმოში მარსელო წააქცია, არბიტრმა ლუის გონსალეს გონსალესმა კი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა.

"მოედანზე მოძრაობა დასჯადად არ მოჩანს, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ დანი გარსიამ მარსელოს ფეხზე დააბიჯა, რაც მაქსიმალურად უნდა დაისაჯოს - პენალტით", - განუმარტა ოლივერ ანდუხარმა "მარკას".

ასევე დაგაინტერესებთ