"სევილიას" ფეხბურთელის საოცრება: ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კარში ჩადგა და ურთულესი ბურთი მეტოქის მეკარეს აუღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 6 ივლისს, ლა ლიგის 34-ე ტურში "სევილიამ" "ეიბარს" უმასპინძლა და 1:0 სძლია. მატჩის ერთადერთი გოლი ნავასის საგოლე გადაცემით 53-ე წუთზე ლუკას ოკამპოსმა გაიტანა. თუმცა, გოლის გარდა, ფეხბურთელმა მცირე საფეხბურთო საოცრება გვაჩვენა.

მატჩის 96-ე წუთზე "ეიბარმა" შეტევა წამოიწყო. მათი ფორვარდი კიკე გარსია ახლოს იყო გოლის გატანასთან, თუმცა ძელს გაარტყა და თვითონ კი "სევილიის" მეკარეს, ტომაშ ვაცლიკს შეეჯახა.

მეკარე დაზიანდა და მოედნის დატოვება მოუწია. მწვრთნელების გადაწყვეტილებით, კარში ოკამპოსი ჩადგა. ფეხბურთელმა 101-ე წუთზე "ეიბარის" მეკარე მარკო დმიტროვიჩის დარტყმული აიღო და გუნდს გამარჯვება
მოუტანა.

ალბათ, უფრო ფეხბურთის ისტორიისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, სერბ მეკარეს იმ ფეხბურთელისთვის გაეტანა გოლი, ვინც მისი კარი დალაშქრა, თუმცა ამ მომენტსაც არა უშავს...



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული