ახალი დაძაბულობა მწიფდება: ბართომეუმ მესის ხელფასის შემცირება მოითხოვა, ლეო უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"ბარსელონა" გუნდის კაპიტანს, ლიონელ მესის ხელფასს შეუმცირებს.

Okdiario-ს ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ დეტალურად ახსნა სიტუაცია.

"მესის კონტრაქტის გახანგრძლივება - ეს რაღაც ახალია. ისინი უბრალოდ მას აწვალებენ. როცა კონტრაქტი უკვე შეთანხმებული იყო და მესი გუნდში 2023 წლამდე უნდა დარჩენილიყო, ბოლო მომენტში ბართომეუმ დაურეკა მესის წრეს და აცნობა, რომ ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი თანხა უნდა შეემცირებინათ.

მესის მრისხანება სტრატოსფეროს სცდებოდა. საქმე ხელფასში კი არა, არამედ უპატივცემულობაშია", - განაცხადა ინდამ.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელი მიმდინარე კონტრაქტით წელიწადში 50 მილიონს იღებს, თუმცა, თუ გუნდს ლაუტარო მარტინესი და
ნეიმარი დაემატებიან, სახელფასო ფონდიც უნდა გაიზარდოს. გამომდინარე გუნდში არსებული ეკონომიკური კრიზისისა, ხელფასების შემცირება ერთადერთი გამოსავალია.


ასევე დაგაინტერესებთ